ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით SINOPHARM-ით 40 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი და მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის - Palitra News

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით SINOPHARM-ით 40 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი და მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის

2021-04-05 11:08:28+04:00

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა სინოფარმის ვაქცინით და მის სანდოობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ისმის.

როგორც მინისტრმა ლუგარის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ქვეყანას აქტიურად ეკონტაქტება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ელოდება, თუ როდის გაივლის SINOPHARM ავტორიზაციას, რის შემდეგაც, საქართველო მის გამოყენებას დაიწყებს.

შეგახსენებთ, სიოფარმის ვაქცინის 100 ათასი დოზა საქართველოში 3 აპრილს შემოვიდა.