ომბუდსმენი - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მასალების შესწავლამ ცხადყო, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მოქმედებები არასრულყოფილი იყო - Palitra News

ომბუდსმენი - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მასალების შესწავლამ ცხადყო, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მოქმედებები არასრულყოფილი იყო

2021-04-01 16:10:23+04:00

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მასალების შესწავლამ ცხადყო, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არასრულყოფილი იყო, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი.

2020 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საქმეში მოწმეთა გამოკითხვები არ შეიცავდა დეტალურ კითხვებს და არ იყო ამომწურავი, ხოლო გამოკითხვების შედეგად მიღებული ინფორმაცია სათანადოდ დადასტურებული, ან გადამოწმებული არ იყო.