ჯანდაცვის მინისტრი - კვირის ბოლოს ჩვენ ველოდებით უკვე ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას - Palitra News

ჯანდაცვის მინისტრი - კვირის ბოლოს ჩვენ ველოდებით უკვე ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას

2021-03-30 12:50:17+04:00

კვირის ბოლოს საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოვა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციებს გადის, თუ როგორ მოიქცეს ამ ვაქცინასთან მიმართებით. ჩინეთიდან საქართველოში 100 ათასი დოზა ვაქცინა შემოვა.

რაც შეეხება ფაიზერს, ტიკარაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მოხება შესაბამისი ვებ გვერდის დამატება. რის მერეც 14 აპრილის ფარგლებში მოქლაქეებს ვაქცინაციისთვის დარეგისტრირების შესაძლებლობა ექნებათ. მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინაზე 10 000-მე მეტი რეგისტრაციაა გავლილი.