დღევანდელი მონაცემებით, "ფაიზერით" აცრის რიგში 9000 ადამიანია - Palitra News

დღევანდელი მონაცემებით, "ფაიზერით" აცრის რიგში 9000 ადამიანია

2021-03-26 15:55:03+04:00

დღევანდელი მონაცემებით, „ფაიზერით“ აცრის რიგში 9000 ადამიანია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, 9000-დან 20 % სამედიცინო პერსონალი, დანარჩენი კი - 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაციის ჩასატარებლად მოლოდინის რეჟიმში ჯამში 11 273 ადამიანი იმყოფება, დაახლოებით 2000 ადამიანი კი აცრას „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გეგმავს.