ირაკლი ბენდელიანი - ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება უსაფრთხოა - Palitra News

ირაკლი ბენდელიანი - ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება უსაფრთხოა

2021-03-26 15:07:38+04:00

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყრული ზონის გასამაგრებლად, დამცავი კედელი მოეწყო. მისივე ინფორმაციით, დასახელებული გზის მონაკვეთზე ავტომანქანების ორმხრივი მოძრაობა აღდგა. როგორც ბენდელიანი ამბობს, გზაზე გადაადგილება უსაფრთხოა. მისი თქმით, შემდგომი ეტაპის გამაგრებითი სამუშაოების მიზნით, მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები, რათა პრობლემა სრულად აღმოიფხვრას.

რაც შეეხება მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ზონას, ბენდელიანის თქმით, სამუშაო ჯგუფში ჩართული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით შემუსავდა გეგმა, რის შემდეგაც კონკრეტული ღონისძიებები განხორციელდება.