იგეგმება თუ არა "კომენდანტის საათის" მოხსნა? - ეკატერინე ტიკარაძე განმარტებას აკეთებს - Palitra News

იგეგმება თუ არა "კომენდანტის საათის" მოხსნა? - ეკატერინე ტიკარაძე განმარტებას აკეთებს

2021-03-26 13:04:14+04:00

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება, რადგან ამ ეტაპზე, ამის არც საფუძველი და არც ფუფუნება არ არის. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში შეზღუდვების მნიშვნელოვანი შემსუბუქებები გვაქვს, ევროპის ქვეყნებში შეზღუდვების გამკაცრება მიმდინარეობს. მინისტრმა ჟურნალისტებთან გურიის რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გურიის რეგიონში საყურადღებო ეპიდვითარებაა. მისი თქმით, საჭიროა რეკომენდაციების დაცვა, რათა შეზღუდვები არ გამკაცრდეს.