თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ არ ჩატარდება „ფაიზერით“ ვაქცინაცია ინფექციურ საავადმყოფოში.
როგორც ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით არაა ცნობილი, რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს „ფაიზერის“ ვაქცინას, სახელმწიფო სიფრთხილეს იჩენს და ამ ვაქცინით მხოლოდ მულტიპროფილურ კლინიკებში აიცრებიან. მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფოშო მოსახლეობის აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გაგრძელდება.