სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 164 და გარდაცვალების 14 შემთხვევა დაფიქსირდა - Palitra News

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 164 და გარდაცვალების 14 შემთხვევა დაფიქსირდა

2021-03-24 12:13:17+04:00

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ- 19-ს 14 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 186 184 შემთხვევაა დადასტურებული.

სომხეთში დღემდე ვირუსს 3 398 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 169 485-ია.