კახა კალაძე ვაშლიჯვრის ფერდობზე - სიტუაციას ვაკონტროლებთ, მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს - Palitra News

კახა კალაძე ვაშლიჯვრის ფერდობზე - სიტუაციას ვაკონტროლებთ, მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს

2021-03-24 11:37:54+04:00

ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესები სპეციალური მონიტორინგის სისტემებით გაკონტროლდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები მერიას სთავაზობენ, მონიტორინგთან ერთად განხორციელდეს გამაგრების და სადრენაჟო სამუშაოები. კონკრეტული ღონისძებების შესახებ კი, კალაძის ინფორმაციით, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.