საქართველოს საკითხზე დღეს აშშ-ის სენატში იმსჯელებენ - Palitra News

საქართველოს საკითხზე დღეს აშშ-ის სენატში იმსჯელებენ

2021-03-23 10:10:10+04:00
საქართველოს საკითხზე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სენატში იმსჯელებენ. ქვეყანაში დემოკრატიის მხარდაჭერის საკითხს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, სხდომას სენატორი ჯინ შაჰინი გაუძღვება.