ავსტრალიაში, წყალდიდობის გამო, ათასობით ადამიანია ევაკუირებული - Palitra News

ავსტრალიაში, წყალდიდობის გამო, ათასობით ადამიანია ევაკუირებული

2021-03-22 09:55:06+04:00

ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში, უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო 18 000-მდე მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

BBC-ის ცნობით, კოკისპირულმა წვიმებმა სიდნეის გარშემო და სამხრეთ-აღმოსავლეთ ქუინსლენდში მდინარეებისა და კაშხლების გადავსება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა გზები და ხიდები, დროებით დაიხურა 150-მდე სკოლა, „ნიუკასლის აეროპორტში“ კი, სადაც ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი დაიტბორა, ავიარეისები შეჩერდა.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სტიქია, შესაძლოა, მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს და მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.