ნუნუ მიცკევიჩი და ბექა ფერაძე საქართველოს ეროვნულ და სოხუმის უნივერსიტეტებში ვირუსის თავიდან ასაცილებლად გატარებულ ღონისძიებებს გაეცნენ - Palitra News

ნუნუ მიცკევიჩი და ბექა ფერაძე საქართველოს ეროვნულ და სოხუმის უნივერსიტეტებში ვირუსის თავიდან ასაცილებლად გატარებულ ღონისძიებებს გაეცნენ

2021-03-18 10:04:47+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს ეროვნულ და სოხუმის უნივერსიტეტებში ვირუსის თავიდან ასაცილებლად გატარებულ ღონისძიებებს გაეცნო და უნივერსიტეტებში დანერგილ სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაცია თავად სტუდენტებისგან მოისმინა.

1 მარტიდან დღემდე მინისტრის მოადგილე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ერთად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არაერთ უმაღლეს სასწავლებელში იმყოფებოდა.

მათი შეფასებით, უნივერსიტეტები ყველა სანიტარულ-ჰიგიენურ სტანდარტს აკმაყოფილებს და თითოეულ მათგანში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი.