2020 წელს "დიდი ოცეულის" მშპ 3,3%-ით შემცირდა - Palitra News

2020 წელს "დიდი ოცეულის" მშპ 3,3%-ით შემცირდა

2021-03-18 08:41:35+04:00

დიდი ოცეულის ეკონომიკური ზრდა 2020 წლის მეოთხე კვარტალში, წინა სამ თვესთან შედარებით, 2,1%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მესამე კვარტალში G20-ის მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა მაშინ, როცა წლის პირველ ნახევარში პანდემიით გამოწვეული უპრეცედეტო 7,8%-იანი კლება დაფიქსირდა.

დიდი ოცეულიის წევრი ცალკეული ქვეყნებიდან გასული წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა ინდოეთს, სადაც ეკონომიკა 7,9%-ით გაიზარდა.

მთლიანობაში, 2020 წელს კი დიდი ოცეულის ქვეყნებში ეკონომიკა 3,3%-ით შემცირდა, მატება დაფიქსირდა მხოლოდ ჩინეთში 2,3%-ით და თურქეთში 1,8%-ით. ყველაზე დიდი, 9,9%-იანი ეკონომიკური კლება დიდ ბრიტანეთს ჰქონდა.