Goldman Sachs-ი ამერიკის ეკონომიკის 8%-იან ზრდას პროგნოზირებს - Palitra News

Goldman Sachs-ი ამერიკის ეკონომიკის 8%-იან ზრდას პროგნოზირებს

2021-03-16 08:45:57+04:00

ამერიკულმა ბანკმა Goldman Sachs-მა თავის კლიენტებს აცნობა, რომ მიმდინარე წელს ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის 8%-იან ზრდას მოელის. ამის შესახებ პორტალი Axios წერს. ამ პროგნოზის გათვალისწინებით, Goldman Sachs-ის ექსპერტები მოელიან, რომ შტატებში 2023 წლისთვის ინფლაციის დონე 2,3%-ს მიაღწევს.

Axios წერს, რომ ეს პროგნოზი არის მეტად ოპტიმისტური და თითქმის ორჯერ აღემატება ამერიკული ფინანსური ორგანიზაციების პროგნოზებს, რის მიხედვითაც 2021 წელს შტატების ეკონომიკა 4,7%-ით გაიზრდება, ხოლო გასული წლის ნოემბერში მათ მხოლოდ 3,9%-იანი ზრდის მოლოდინი ჰქონდათ.