გომის მთაზე ადამიანი გაიყინა, ადგილზე 10-კაციანი სამაშველო ჯგუფი მუშაობს - Palitra News

გომის მთაზე ადამიანი გაიყინა, ადგილზე 10-კაციანი სამაშველო ჯგუფი მუშაობს

2021-03-12 11:50:43+04:00

გომის მთაზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა იმყოფება. სავარაუდოდ, მეგობრები გომის მთაზე სანადიროდ იმყოფებოდნენ.

„შემოსულია შეტყობინება, რომ გომის მთაზე ერთი ადამიანია გაყინული. მობილიზებულია ათკაციანი სამაშველო ჯგუფი“, – აცხადებენ სსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.