კახა კალაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველ 2000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება - Palitra News

კახა კალაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველ 2000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება

2021-03-10 13:01:08+04:00

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია, სწავლის დაფინანსების მიზნით, სოციალურად დაუცველი სტუდენტების განაცხადებს 31 მაისამდე მიიღებს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა,თბილისის მერია წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, რომ ფინანსური დახმარება მიიღონ.

პროგრამის ფარგლებში 2000-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდება სწავლის საფასური.