სავაჭრო მოლები და ბაზრობები დღეიდან შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ - Palitra News

სავაჭრო მოლები და ბაზრობები დღეიდან შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ

2021-03-08 08:56:42+04:00

საქართველოს მასშტაბით არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით დღეიდან განახლდება.

შაბათ-კვირას შეზღუდვა იხსნება როგორც სავაჭრო მოლების, ისე ბაზრობების მუშაობაზე.

შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.

სავაჭრო ცენტრებმა და მაღაზიებმა მუშაობა პირველი თებერვლიდან განაახლეს, ხოლო ბაზრობებმა 8 თებერვლიდან, თუმცა შეზღუდვა ამ დრომდე ძალაში რჩებოდა შაბათ-კვირას.