კომპანია BMW-ს იაპონიის განყოფილება დაქვემდებარებულ დილერებს რამდენიმე წლის განმავლობაში აიძულებდა თავად შეეძინათ ავტომობილები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მათზე დაკისრებულ ყოველთვიურ რეალიზაციის გეგმას ვერ შეასრულებდნენ. სააგენტო Кyodo-ს ცნობით, ეს ავტომობილები შემდეგ ფორმდებოდა როგორც მეორადი და იყიდებოდა უფრო იაფად, რაც დილერებს სერიოზულად აზარალებდა ფინანსურად.
სააგენტოს ცნობით, ასეთი პრაქტიკის გამოყენება კომპანიამ 6 წლის წინ დაიწყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც იაპონიის ხელისუფლებამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, მსგავსი ქმედება შეწყვიტა.
ამ დროისთვის BMW-ს ადგილობრივმა წარმომადგენლობამ დოკუმენტები მიაწოდა მარეგულრიებელს, რომელიც საქმეს იკვლევს. კომპანია ირწმუნება, რომ გაყიდვების მაღალი მოთხოვნები უკვე პრაქტიკაში არ გამოიყენება და მათ ნაცვლად ახლა ზომიერი წესები მოქმედებს, რომელიც სავაჭრო სალონებთან ინდივიდუალურად მუშავდება. ეს კი BMW-ს ადგილობრივ წარმომადგელობას საშუალებას მისცემს ჯარიმები თავიდან აირიდოს.