„ოქროს გლობუსის“ საუკეთესო კომედიური ფილმის ან მიუზიკლის ნომინაციაში ფილმმა „მორიგი ფილმი ბორათზე“ გაიმარჯვა, საუკეთესო დრამად კი - “მომთაბარეთა მიწა” დასახელდა. საშა ბარონ კოენმა ფილმში „მორიგი ფილმი ბორათზე“ მონაწილეობისთვის ნომინაციაში - მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი კომედიაში ან მიუზიკლში - გაიმარჯვა.
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელად კი ოზამუნდ პაიკი დასახელდა კომედიურ ფილმში - „ძალიან მაღელვებს“ მონაწილეობისთვის. დრამაში ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში მსახიობმა ანდრა დეიმ გაიმარჯვა, ნომინაციაში - მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში - დრამა - კი რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილმა მსახიობმა ჩედვიკ ბოუზმანმა გაიმარჯვა ფილმში „მა რეინი ბლუზის დედა“ მონაწილეობისთვის. „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების 78-ე ცერემონია წელს, პანდემიის გამო, ვირტუალურ რეჟიმში გაიმართა.