ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კვირის ბოლომდე კონსულტაცია შედგება: „კოვაქსის“, „ფაიზერისა“ და საქართველოს მონაწილეობით და დაზუსტდება საქართველო დაპირებულ 29 250 ვაქცინის დოზას როდის მიიღებს.
როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სავარაუდოდ, ქვეყანა მარტის პირველ ორ კვირაში მიიღებს იმ დოზებს, რასაც „ფაიზერისგან“ ელოდება. მისი თქმით, დოზებს თებერვლის ბოლომდე ელოდებოდნენ, თუმცა დაყენებული დამატებითი მოთხოვნების გამო, ვაქცინა ამ დრომდე არ მიუღია ქვეყანას.