დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 3 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, "ბრიტანულ შტამთან" დაკავშირებულია კლასტერები, ჯამში 31 ადამიანი, სადაც დიდი ალბათობით არის მუტირებული შტამი.