მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია “ქართული ოცნების“ ფორმატში უსმენენ. ღარიბაშვილი უმრავლესობის წევრებს სამთავრობო პროგრამას და მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საკუთარ ხედვებსა და გეგმებს აცნობს.
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღესვე პლენარულ სხდომაზე გავა.
მინისტრთა კაბინეტში შემდეგი ცვლილებაა: - მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მაია ცქიტიშვილს მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ცვლის.
თანამდებობაზე რჩება ყველა სხვა მინისტრი.