ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილის წასვლა დანაკლისია. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა დანაკლისი მმართველი გუნდისთვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას და ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის წასვლა. როგორც ივანე მაჭავარიანი აცხადებს, მინისტრების ცვლილების მიუხედავად, რეფორმები უნდა გაგრძელდეს.