დიალოგზე „ქართულ ოცნებას“ არასდროს უთქვამს უარი, ჩვენ კარი არასდროს დაგვიხურავს. შესაბამისად, ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავით, ამის დამადასტურებელია ის, რომ ძალიან ბევრჯერ გაიმართა შეხვედრები ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით და ახლაც არის დიალოგისთვის მზადყოფნა, - განაცხადა კახა კალაძემ. როგორც ის განმარტავს, თუკი ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდება, ამას მმართველი გუნდი მიესალმება.