ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური სიახლე - კახა კალაძე - Palitra News

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური სიახლე - კახა კალაძე

2021-02-17 11:42:03+04:00

თბილისში ე.წ ყვითელი მარშუტკების ჩანაცვლების პროექტი მიმდინარეობს. ორშაბათიდან ხაზებზე ახალი 180 მიკროავტობუსი უნდა გავიდეს. როგორც დედაქალაქის მერი ამბობს ყვითელი მიკროავტობუსები უმძიმეს მდგომარეობაშია და მათ ყველანაირი რესურსი უკვე ამოწურეს.

მუნიციპალიტეტი 300 ერთეული მიკროავტობუსის შეძენსაც გეგმავს, რაც შეეხება ავტობუსებს, მერის ინფორმაციით მერიას ავტობუსების ახალი პარტიაც შეძენილი აქვს, მათი შემოყვანა ქალაქში უახლოეს მომავალში მოხდება, რის შემდეგაც დედაქალაქში ყვითელი ავტობუსები აღარ ივლიან.