ცენტრალური და აჭარის მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეების შეხვედრა გაიმართა - Palitra News

ცენტრალური და აჭარის მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეების შეხვედრა გაიმართა

2021-02-16 12:11:38+04:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, გიორგი სურმანიძეს შეხვდა. მხარეებმა სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო პროექტები განიხილეს.

როგორც ლევან დავიტაშვილის უწყებაში აცხადებენ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები წელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, კოორდინირებულად წარიმართება.

გასულ წელს, აჭარაში ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც რეგიონის ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე და, შედეგად, ფერმერების შემოსავალზე აისახა.