2021 წლის იანვარში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 19,1%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, იანვარში უცხოეთიდან სულ 149 მილიონ 700 ათასი დოლარი გადმოირიცხა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი გზავნილების მოცულობამ 125 მილიონ 600 ათასი დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ გზავნილების მოცულობის მიხედვით, პირველად რუსეთმა ლიდერის პოზიცია დაკარგა, 2021 წლის იანვარში ყველაზე დიდი ფულადი ნაკადი საქართველოში იტალიიდან შემოვიდა.
იტალიის გარდა, Top-10 ქვეყანას შორის, საიდანაც ყველაზე დიდი მოცულობის თანხა გადმოირიცხა, ხვდებიან: რუსეთის ფედერაცია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი, თურქეთი, უკრაინა, გერმანია, აზერბაიჯანი და ესპანეთი.