ნათია თურნავა - პოლიტიკური პროცესი და მართლმსაჯულება ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ - Palitra News

ნათია თურნავა - პოლიტიკური პროცესი და მართლმსაჯულება ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ

2021-02-13 12:28:12+04:00

მართლმსაჯულების ინსტიტუტების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს დისკრედიტაციას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური პროცესისა და მართლმსაჯულების ერთმანეთში არევა არ უნდა მოხდეს.