გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა 2020 წელს, რეკორდულად, 9.9%-ით შემცირდა - Palitra News

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა 2020 წელს, რეკორდულად, 9.9%-ით შემცირდა

2021-02-12 16:07:27+04:00

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის გამო, 2020 წელს 9.9%-ით შემცირდა, რამაც ქვეყანის ეკონომიკა 2013 წლის დონეზე დააბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ეს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე დიდი წლიური ვარდნაა. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკაში წლის ბოლო თვეებში გაუმჯობესების გარკვეული ნიშნები შეინიშნებოდა. მეოთხე კვარტალში მშპ 1%–ით, მესამე კვარტალში კი - რეკორდულად, 16.1%-ით გაიზარდა.

ზრდა დაფიქსირდა მომსახურების, მშენებლობისა და წარმოების სფეროებში, თუმცა ყველა აღნიშნული ინდუსტრია პანდემიის წინა დონეს ჯერ კიდევ ჩამორჩება.