თეა ახვლედიანი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორის მოადგილეს შეხვდა - Palitra News

თეა ახვლედიანი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორის მოადგილეს შეხვდა

2021-02-11 10:10:25+04:00

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. შ

ეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებული ანგარიშისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, ასევე სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდება.

სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, ყველა უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.