Alphabet-მა მე-4 კვარტალში 56,8 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო - Palitra News

Alphabet-მა მე-4 კვარტალში 56,8 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

2021-02-08 08:14:41+04:00

Google-ის მფლობელი ამერიკული კორპორაცია Alphabet-ის შემოსავლები 2020 წლის მეოთხე კვარტალში, 2019 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 23%-ით გაიზარდა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ფინანსურ ანგარიშშია ნათქვამი.

სამთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც 31 დეკემბერს დასრულდა, Alphabet-მა 56 მილიარდ 800 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო წმინდა მოგებამ 15 მილიარდ 600 მილიონი შეადგინა. შედეგებმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. წინა წელს კომპანიას ანალოგიურ მონაკვეთში, 46 მილიარდის შემოსავალი და 9 მილიარდ 200 მილიონის წმინდა მოგება ჰქონდა.

2020 წლის ჯამური მაჩვენებლისთვის კი, Alphabet-ის შემოსავლებმა 182 მილიარდ 500 მილიონი დოლარი, მოგებამ - 41 მილიარდ 200 მილიონი შეადგინა. ამასთან, Alphabet-მა პირველად გაავრცელა Google-ის ღრუბლოვანი სერვისის ფინანსური მაჩვენებლები, საიდანაც ვიგებთ, რომ მისმა შემოსავლებმა 13 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ზარალმა 5 მილიარდ 600 მილიონი დოლარი.