პრემიერის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება - Palitra News

პრემიერის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება

2021-02-04 11:32:23+04:00

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც პრემიერი განმარტავს, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, უნდა გამკაცრდეს რეგულაციების დაცვაც.