ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ტუროპერატორები გაეცნენ პრემიერ მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს დავალებით შემუშავებულ საქართველოს ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის 2021 წლის გეგმას და მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაგეგმილ აქტივობებს, რომელიც კომპანიებს მეტი ტურისტის მოზიდვაში დაეხმარება.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე გააცნეს პოსტ-კოვიდ მოგზაურობის საერთაშორისო უახლესი ტენდენციები. გარდა ამისა, საუბარი შეეხო უსაფრთხო ტურიზმის აღდგენას, მათ შორის რეგულარული ფრენების აღდგენას, ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმების დაცვას და მარკეტინგული აქტივობების წარმოებას მიზნობრივ ბაზრებზე.