მეუფე იაკობი - დიდი ხანია საზოგადოებას ვთხოვ, რომ მოხდეს დიდი შერიგება, თუ გინდათ მესამე ძალა, გექნებათ! - Palitra News

მეუფე იაკობი - დიდი ხანია საზოგადოებას ვთხოვ, რომ მოხდეს დიდი შერიგება, თუ გინდათ მესამე ძალა, გექნებათ!

2021-01-27 15:02:51+04:00

დიდი ხანია საზოგადოებას ვთხოვ, რომ მოხდეს დიდი შერიგება, თუ გინდათ მესამე ძალა, გექნებათ! - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა სადღესასწაულო ქადაგების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

სადღესასწაულო ქადაგებაზე მან ყველა მხარეს - ხელისუფლებასა და ოპოზიციას ეკლესიაში სიარულისა და „გონებაზე მოსვლისკენ“ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

მეუფე იაკობის აზრით, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს დაპირისპირებაში მყოფი ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ მოერევა.