აშშ-ის სენატმა სახაზინო მდივნად ჯანეტ იელენი დაამტკიცა - Palitra News

აშშ-ის სენატმა სახაზინო მდივნად ჯანეტ იელენი დაამტკიცა

2021-01-26 10:24:06+04:00

აშშ-ის სენატმა სახაზინო მდივნის თანამდებობაზე ჯანეტ იელენი დაამტკიცა. ჯანეტ იელენს მხარი 84-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი - 15 წავიდა. ყველა ის სენატორი, რომელმაც იელენს მხარი არ დაუჭირა „რესპუბლიკელია“.

აღსანიშნავია, რომ ჯანეტ იელენი პირველი ქალია აშშ-ის ისტორიაში, რომელიც ქვეყნის სახაზინო დეპარტამენტს უხელმძღვანელებს. 74 წლის ეკონომისტი იელენი 2014-2018 წლებში შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე იყო.