გავრცელდა თუ არა ძაღლის ჭირი დედაქალაქში და რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ თქვენს ძაღლს ახველებს - ნახეთ, ვეტერინარის რჩევები - Palitra News

გავრცელდა თუ არა ძაღლის ჭირი დედაქალაქში და რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ თქვენს ძაღლს ახველებს - ნახეთ, ვეტერინარის რჩევები

2021-01-26 09:59:39+04:00

იფეთქა თუ არა ძაღლის ჭირმა დედაქალაქში ეს კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ნაწილი ვეტერინარების ამბობს, რომ ძაღლის ჭირი გავრცელდა, ნაწილი კი აღნიშნულს არ ეთანხმება და ამბობს, რომ მათ კლინიკებში სტატისტიკური მაჩვენებელი არ შეცვლილა. ვეტერინარები ამბობენ, რომ ძაღლის ჭირის გავრცელების ძირითად წყაროს მიუსაფარი ძაღლები წარმოადგენენ, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ.