ერთი წელი კვლავ მოგვიწევს გარკვეული რეგულაციებით ცხოვრება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტ-ქალაქში” განაცხადა.
მისი შეფასებით, ვირუსი დაახლოებით ერთ წელიწადში დაამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს და ის იქცევა სეზონურ ვირუსად.
ამასთან, გამყრელიძემ დასძინა, რომ მარტში ე.წ. „კომენდანტის საათის“ , ღამის საათებში გადაადგილების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა დამოკიდებულია იმაზე, თუ ეპიდვითარების მიხედვით, როგორი თებერვალი იქნება ქვეყანაში.