აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერანტივას" წევრებმა ნაგვის ურნა თავზე დააფარეს. ინცინდენტი ევროპის მოედანზე მოხდა. როგორც "ალტერნატივას" წევრი მზია ქედელიძე აცხადებს, ამ ფორმით აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლა გააპროტესტეს. მისი თქმით, ირაკლი ჩავლეიშვილმა ოპოზიციიდან გაიქცა და სკამისთვის იბრძოლა. თავის მხრივ, ირაკლი ჩავლეიშვილი მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით კომენტარს მედიასთან არ აკეთებს. აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილი ერთადერთი ოპოზიციური წევრია, რომელმაც შესვლაზე თანხმობა განაცხადა.