Reuters - წლის პირველ კვარტალში AstraZeneca ევროკავშირს კოვიდ 19-ის ვაქცინის დაგეგმილზე 60%-ით ნაკლებ რაოდენობას მიაწვდის - Palitra News

Reuters - წლის პირველ კვარტალში AstraZeneca ევროკავშირს კოვიდ 19-ის ვაქცინის დაგეგმილზე 60%-ით ნაკლებ რაოდენობას მიაწვდის

2021-01-23 12:39:33+04:00

წარმოებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გამო, AstraZeneca წლის პირველ კვარტალში, ევროკავშირს კოვიდ 19-ის ვაქცინის 31 მილიონ დოზას მიაწვდის, რაც დაგეგმილზე 60%-ით ნაკლებია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის 27 ქვეყანა კომპანიისგან მარტის ბოლომდე ვაქცინის 80 მილიონ დოზას ელოდა. Reuters-ის წყაროს ცნობით, AstraZeneca- მ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შეხვედრაზე განუცხადა, რომ მიწოდების შემცირება ბელგიაში ვაქცინების ქარხანაში წარმოებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემებითაა გამოწვეული. AstraZeneca-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში დადასტურებულია, რომ მიწოდებული ვაქცინების რაოდენობა ნაკლები იქნება, თუმცა კომპანია რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაციას არ ასაჯაროვებს.