კრემლში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოწოდებებს პროვოკაციად აფასებენ.
„რა თქმა უნდა, სახეზეა გარკვეული ქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია შეუთანხმებელ, უკანონო ღონისძიებისკენ მოწოდებებთან. ამიტომ, სავსებით ბუნებრივია, რომ გაისმის გაფრთხილებები კანონის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით შესაძლო შედეგების შესახებ“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
მან აქვე პროვოკატორები უწოდა მათ, ვნც 23 იანვარს დაგეგმილ აქციებში ხალხს მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
„როგორც ასეთი, არ არსებობს აქციები. არსებობენ გარკვეული პროვოკატორები, რომლებიც ამ ქმედებისკენ მოუწოდებენ. პროვოკატორების ქმედებები ჩვენთვის კარგად არის გასაგები და მათი კარგად ესმით სამართალდამცავ ორგანოებს. ამ პროვოკატორების მიმართ ტარდება შესაბამისი ზომები“, - განაცხადა პესკოვმა.