ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, "ქართული ოცნება" საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისისთვის მზად არის - Palitra News

ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, "ქართული ოცნება" საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისისთვის მზად არის

2021-01-22 14:59:55+04:00

პარლამენტის სპიკერთან და ფრაქცია ქართული ოცნები თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა რომ პოზიციები გასარკვევი და დასაზუსტებელია.

მისი თქმით, შეხვედრაზე გაირკვა, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისისთვის მზად არის და ამ მხრივ პროგრესი შეინიშნება.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების საკითხს, ელისაშვილის განმარტებით, ამ მიმართულებით ცვლილებები არ არის. ჟურნალისტების კითხვაზე რატომ შეცვალა პოზიცია და რატომ შეხვდა ხელისუფლებას ტელეკამერების გარეშე ელისაშვილმა უპასუხა რომ შეხვედრის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება ვერ მოხდებოდა.