ნეტფლიქსის შოუ — Lupin 28 დღეში, 70-მა მილიონმა ანგარიშის მფლობელმა ნახა, რაც Bridgerton-ის და Queen's Gambit-ის შედეგზე უკეთესია, აღნიშნულ სერიალებს 63 და 62 მილიონი ნახვა ჰქონდათ.ფრანგული სერიალის პრემიერა, რომელშიც მთავარ როლს ომარ საი ასრულებს, 8 იანვარს შედგა და პირველი ფრანგული პროექტი გახდა, რომელმაც აშშ-ის ტოპ 10-ში მოხვედრა შეძლო. შოუ საფრანგეთში დღემდე პირველ ადგილზეა.