ბონგ ჯუნ ჰო წლევანდელი ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარედ აირჩიეს.სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ის 2021 წლის ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ბონგ ჯუნ ჰომ ერთგვარი რეკორდი მოხსნა თავისი პირველობით: ჯერ იყო და მის ფილმს პარაზიტი კანის კინოფესტივალზე 2019 წელს ოქროს პალმის რტო გადაეცა, რითიც ის პირველი სამხრეთკორეელი რეჟისორი გახდა, რომელსაც ეს პრიზი მიუღია; შემდეგ კი ოსკარებზე ნამდვილი ტრიუმფატორი აღმოჩნდა: თითქმის ყველა მთავარ ნომინაციაში გამარჯვებასთან ერთად, პარაზიტი წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა, რაც ოსკარების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა არაინგლისურენოვან ფილმს გადაეცა ეს ჯილდო.ვენეციის წლევანდელი, 2021 წლის კინოფესტივალი 1-11 სექტემბერსაა დაგეგმილი.