როდის და როგორ განაახლებენ აჭარაში კვების ობიექტები მუშაობას? - Palitra News

როდის და როგორ განაახლებენ აჭარაში კვების ობიექტები მუშაობას?

2021-01-22 13:33:00+04:00

1-ელი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტები მუშაობას განაახლებენ და მომსახურებას ღია სივრცეებში შეძლებენ. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, შეზღუდული რჩება ქორწილები და სხვა დიდი წვეულება ან სარიტუალო ღონისძიება.