1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგოამერობდიან გამომდინარე მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას მთავრობა მომავალი ერთი თვის განმავლობაში არ გეგმავს.
რაც შეეხება ტრანსპორტს, როგორც საკოორდიანციო საბჭოს სხდომის შემდეგ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში თებერვლის თვის განმავლობაში შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს.