უწყებათაშორისო სააკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ინფრსტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა, როგორც მან აღნიშან თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, პირველი თებერვლიდან მუშაობას მხოლოდ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები განაახლებენ.დანარჩენი შეზღუდვები კი ძალაში დარჩება.
მისი განმარტებით, საბავშვო ბაღებში, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების პროცესის განახლება 1-ელი მარტიდანაა დაგეგმილი. ხოლო ღია და დახურული ბაზრობების გახსნა 15 თებერვლიდან დაანონსდა.
როგორც ცქიტიშვილმა განმარტა შეზღუდვების მოხსნა დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.