პარლამენტის ორ კომიტეტში მინისტრებთან დაგეგმილი შეხვედრა დახურულია - Palitra News

პარლამენტის ორ კომიტეტში მინისტრებთან დაგეგმილი შეხვედრა დახურულია

2021-01-21 16:17:40+04:00

პარლამენტის ორ კომიტეტში დაგეგმილი მინისტრებთან შეხვედრა დახურულია. აგრარულ საკითხთა კომიტეტში მიწვეულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები კი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს სამინისტროს მიმდინარე და სამომავლო გეგმების თაობაზე შეხვდებიან. ორივე ეს შეხვედრა მედიისთვის დახურულია. როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განმარტება, შეხვედრა მინისტრთან და მის მოადგილეებთან არის სამუშაო და ის იქნება დახურული უფრო მეტი ეფექტიანობისთვის.