ავსტრალიის ენდემიკი კოალა, რომელიც კონტინენტის მთავარ სიმბოლოდ ითვლება, მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს აღმოაჩინეს პირველმოსახლე ევროპელებმა და მას დათვი უწოდეს. თუმცა, ცხოველს არაფერი აქვს საერთო მტაცებელ დათვთან, მეტიც, ამ საოცარ ძუძუმწოვარს, რომელიც მეცნიერებმა კოალასებრთა დამოუკიდებელ ოჯახს მიაკუთვნეს, საერთოდ არ ჰყავს ნათესავები და ორჭვალიან ჩანთოსანთა გვარის ერთადერთი წარმომადგენელია