დონალდ ტრამპი - მადლობა და მშვიდობით. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და ამერიკის შეერთებული შტატები - Palitra News

დონალდ ტრამპი - მადლობა და მშვიდობით. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და ამერიკის შეერთებული შტატები

2021-01-20 09:06:03+04:00

მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს. თქვენი პრეზიდენტობა აღუწერილი პატივია. გმადლობთ ამ არაჩვეულებრივი პრივილეგიისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოსამშვიდობებელ მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ახალ ადმინისტრაციას წარმატებებსა და იღბალს უსურვებს.

„45-ე პრეზიდენტის ვადის დასრულებისას მე ვდგავარ თქვენ წინაშე ჭეშმარიტად ამაყი იმით, თუ რას მივაღწიეთ ერთად. ჩვენ გავაკეთეთ ის, რისთვისაც მოვედით და გაცილებით უფრო მეტიც. ჩვენ ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაციას ვატარებთ და ვლოცულობთ, წარმატებით შეინარჩუნონ ამერიკის კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ჩვენ მათ საუკეთესოს ვუსურვებთ და ასევე გვსურს, იღბალი ჰქონდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა“ , – აცხადებს დონალდ ტრამპი.