„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგლა მიქაუტაძის ინფორმაციით, დეკემბერში 300 ლარიანი დახმარებისთ 200 000-მა უმუშევარმა ისარგებლა. როგორც მიქაუტაძე განმარტავს, „ლოქდაუნის“ პირობებში ათასობით ბიზნესი გაჩერებულია და მთავრობას ეკონომიკის გახსნის გეგმა ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია.
მიქაუტაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ბრიფინგზე მმართველი გუნდისთვის „ლელოს“ 3 მოთხოვნა წარმოადგინა და აღნიშნა რომ ხალხის მიმართ მთავრობის ანგარიშვალდებულება უნდა გაიზარდოს და მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია თუ სად და რაში იხარჯება მათი ფული.